მეცნიერების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ „ომიკრონის“ ფართოდ გავრცელების შემთხვევაში, შესაძლოა, პანდემიის დასასრული იმაზე ადრე დადგეს, ვიდრე ვარაუდობდნენ.
მეცნიერ-მკვლევარი ჰუმან ჰემათი აცხადებს, რომ ახალი შტამი უფრო მეტად გადამდები ჩანს, თუმცა ნაკლებად მძიმე ავადობას იწვევს, რაც იმას ნიშნავს, რომ დედამიწაზე უამრავი ადამიანი დაავადდება, მაგრამ გამოიმუშავებენ ანტისხეულებს, რაც მათ სამომავლო ინფექციებისგან დაიცავს.
“შეგვიძლია წარმოვიდგინოთ სცენარი, როდესაც ძალიან დიდი რაოდენობით ადამიანი, თუ არა აბსოლუტურად ყველა, დაავადდება ვირუსის მსუბუქი ვერსიით, თუმცა გამოიმუშავებს ანტისხეულებს, რომლებითაც, თუ სამომავლოდ რამე სხვა უფრო მომაკვდინებელი ვარიანტი გამოჩნდება, ვირუსისგან დაცული იქნება”, – განაცხადა ჰემათიმ.
კომენტარები