მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“სასწრაფოს კაფანდარა ექიმი და ექთანი ებრძოდა ახალგაზრდა ბიჭთან ერთად ამ ბოროტ სიკვდილს”

“სასწრაფოს კაფანდარა ექიმი და ექთანი ებრძოდა ახალგაზრდა ბიჭთან ერთად ამ ბოროტ სიკვდილს”

“ორი კაფანდარა სასწრაფოს  ექიმი და ექთანი ებრძოდა ამ ახალგაზრდა ბიჭთან ერთად  ამ ბოროტ სიკვდილს. გულის მასაჟს აკეთებდა ექიმი თან ბუტბუტებდა, გეხვეწები არ მოკვდე, გადარჩი ბიჭო”, –  ადვოკატი ლედი ტუკვაძე ცოტა ხნის წინ, ქუთაისში მომხდარ შემთხვევას იხსენებს.

მისი თქმით, შემზარავი ხმა მოესმა, ქალი შველას ითხოვდა, გარეთ გასულმა კი მომაკვდავი ახალგაზრდა დაინახა, რომლის გადასარჩენად სასწრაფოს ექიმები იბრძოდნენ, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

“არანორმალური კივილის ხმა ჩამესმა, მეზობლის ქალი დახმარებას ითხოვდა. როცა ასეთ ხმას გავიგონებ ინსტინქტურად გავრბივარ.  ეგებ რამეში სჭირდები ადამიანს. სამწუხაროდ, ჩემს თვალწინ ახალგაზრდა კაცი კვდებოდა. ორი კაფანდარა სასწრაფოს ექიმი და ექთანი ებრძოდა ამ ახალგაზრდა ბიჭთან ერთად  ამ ბოროტ სიკვდილს. გულის მასაჟს აკეთებდა ექიმი, თან ბუტბუტებდა, გეხვეწები არ მოკვდე, გადარჩი ბიჭო. ეს ხმა რამდენი ხანი უნდა ვიცოცხლო ამ კაფანდარა ექიმის ხმა  ჩემი  მეხსიერებიდან არასდროს ამოიშლება. დაუთმეთ გზა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს. არ შეაყოვნოთ ერთი  წუთითაც თქვენი მიზეზით, რა იცით, ის ერთი წუთით დაგვიანებამ ვიღაცას სიცოცხლე  შეიძლება წაართვას. ღმერთმა გაანათლოს ამ კარგი ახალგაზრდა კაცის სული”, – წერს ადვოკატი ლედი ტუკვაძე.

კომენტარები