მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ორი ქართველი მებრძოლი რუსების ტყვეობაშია”

“ორი ქართველი მებრძოლი რუსების ტყვეობაშია”

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, რუსეთის ტყვეობაში ამ დროისთვის უკრაინაში მებრძოლი ორი ქართველი იმყოფება, რომლებიც მარიუპოლში იბრძოდნენ.

ამის შესახებ ვაშაძემ უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“ორი ქართველი არის ტყვედ ჩავარდნილი. ერთ-ერთს ოჯახის წევრებიც დაეღუპა დნეპრში საცხოვრებელი სახლის დაბომბვის დროს და სამწუხაროდ, დღემდე ვერ ხერხდება ამ ადამიანების გათავისუფლება.

მე პირადად უკრაინული კონტაქტებით ბევრს ვმუშაობ და საელჩოსთანაც მქონდა აქამდე კომუნიკაცია, მაქსიმალურად შევეცდებით ჩვენი ქართველი ბიჭები გავათავისუფლოთ ტყვეობიდან”, – განაცხადა ვაშაძემ.

“დროას”, “გირჩი მეტი თავისუფლების” და “სტრატეგია აღმაშენებლის” წარმომადგენლები 24 თებერვალს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით დღეს უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ანდრეი კასიანოვს შეხვდნენ.

კომენტარები