მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ორსული ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ გოგა გზირიშვილს 20 წლით პატიმრობა მიესაჯა

ორსული ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ გოგა გზირიშვილს 20 წლით პატიმრობა მიესაჯა

ორსული ცოლის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს თავისუფლებას 20 წლით აღკვეთა შეუფარდეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ მიიღო.

ბრალდებულმა დანაშაული სრულად აღიარა, თუმცა განაცხადა, რომ მკვლელობის დროს ის, ნარკოტიკულ ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და სრულიად შეურაცხადი იყო.

2021 წლის 22 დეკემბერს, თბილისში, ბრალდებულმა გოგა გზირიშვილმა განზრახ მოკვლის მიზნით, დანით ორსულ მეუღლეს – ქეთა კეპულაძეს განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში ოცდაათამდე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ორსული კეპულაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

მოკლული ქეთა კეპულაძე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფშკვითიდან იყო.

კომენტარები