მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“პანდემია არ დამთავრებულა, ჩვენთან არც მეექვსე ტალღაა დასრულებული”

“პანდემია არ დამთავრებულა, ჩვენთან არც მეექვსე ტალღაა დასრულებული”

პანდემია არსად წასულა, პანდემია არ დამთავრებულა. რუსეთის თავდასხმისა და უკრაინაში შეჭრის შემდეგ ნამდვილი ომია და ამ ომმა პანდემია და ყველა გამოწვევა, რაც კი არსებობს გადაფარა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაქცხადა.

“ჯერჯერობით ჩვენთან არც მეექვსე ტალღა დასრულებულა. ახლა ვართ მეექვსე ტალღის ე.წ. დაღმავალ ფერდზე. თუ ეს ვირუსი ევოლუციის კანონებს ემორჩილება, მაშინ ის თანდათან უნდა მინელდეს და შემოდგომაზე მოგვევლინოს როგორც სეზონური ვირუსი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 631 900 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 578 178, გარდაიცვალა 16 485 ადამიანი.

 

კომენტარები