მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“პარადისმა” შობის დღესასწაული ბავშვებთან ერთად აღნიშნა (Video)

“პარადისმა” შობის დღესასწაული ბავშვებთან ერთად აღნიშნა (Video)

ქუთაისში ყვავილებისა და დიზაინის სახლმა “პარადისმა” ქრისტეს შობა ბავშვებთან ერთად აღნიშნა.

სანთლებით ხელში, საგალობლების ფონზე ქრისტეს შობის მახარობლებმა აღმაშენებლის გამზირზე ფეხით მსვლელობა მოაწყვეს და მოქალაქეებს ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს.

ბავშვები მსვლელობით მაღაზია “პარადისთან” მივიდნენ, სადაც მათ ყვავილების სახლის ხელმძღვანელი მაია ქარჩხაძე ღვეზელებითა და ტკბილეულით გაუმასპინძლდა.

“გვსურდა ეს უდიდესი დღესასწაული ბავშვებთან ერთად გვეზეიმა. გვინდოდა ერთი დღე გაგვეხალისებინა და მგონი გამოგვივიდა კიდევაც”, – აცხადებს ყვავილების სახლ “პარადისის” ფლორისტი ნათია უშვერიძე.

„დაუვიწყარი დღეა. ძალიან გამიხარდა, რომ ასეთი ლამაზი საღამო გვაჩუქა ჩვენი ქალაქის ძალიან კარგმა ყვავილების სახლმა. ეს დღე მე და დედიკოს არასდროს დაგვავიწყდება”, – აღნიშნა ზეიმის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ყვავილების სახლთან შეკრებილი ბავშვები მამა გიორგიმ დალოცა და ქრისტეს შობა სრულიად საქართველოს მიულოცა.

“პარადისის” ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით დღესასწაული ფოიერვერკით დასრულდა.

 

ვიდეო: https://www.facebook.com/infoimereti.com.ge/videos/1571618553176434/

 

კომენტარები