ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებმა პიროტექნიკის გამოყენების საკანონმდებლო რეგულირებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართეს.
დეპუტატებმა იმსჯელეს, რომელ მოდელს უნდა მიენიჭოს კანონმდებლის მიერ უპირატესობა პიროტექნიკასთან დაკავშირებით და რა ალტერნატივები შეიძლება იყოს განსახილველი გარდა იმისა, რაც არმაზ ახვლედიანისა და ანა ნაცვლიშვილის საკანონმდებლო ინიციატივითაა შეთავაზებული.
აღინიშნა, რომ პიროტექნიკის იმპორტის სრულად აკრძალვას შეიძლება ჰქონდეს უარყოფითი ეფექტები, შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა ალტერნატივების განხილვის საჭიროება. განიხილეს კომპლექსური მიდგომის ვარიანტი, რომელიც გულისხმობს უკიდურესად შეიზღუდოს პიროტექნიკის გამოყენება, რომელიც არამართლზომიერია და სხვა პირთა უფლებებს ხელყოფს და ამასთანავე, გაუმჯობესდეს დაწესებული შეზღუდვების ზედამხედველობისა და აღსრულების სისტემა.
კომენტარები