მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“პატრიარქს ჰქონდა გადადგომის შესახებ ნათქვამი, სინოდის წევრებს სურთ, რომ მან გააგრძელოს საქმიანობა”

“პატრიარქს ჰქონდა გადადგომის შესახებ ნათქვამი, სინოდის წევრებს სურთ, რომ მან გააგრძელოს საქმიანობა”

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ადასტურებს, რომ გარკვეული პერიოდის წინ, პატრიარქი გადადგომაზე ფიქრობდა.

ანდრია ჯაღმაიძემ არ იცის ზუსტი მიზეზი, რის გამო ფიქრობდა ილია მეორე პატრიარქობიდან გადადგომას, თუმცა ვარაუდობს, რომ ის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ასაკს უკავშირდებოდა.

“პატრიარქს ჰქონდა გადადგომის შესახებ ნათქვამი, თუმცა არანაირი თარიღი და ვადები დასახელებული არ იყო. ალბათ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან და ასაკიდან გამომდინარე ფიქრობდა ამას. მღვდელმთავრები ძალიან წინააღმდეგები იყვნენ ამის, სინოდის წევრებს სურთ, რომ პატრიარქმა გააგრძელოს საქმიანობა”, – აცხადებს  დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

ილია მეორე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 44 წლის ასაკში, 1977 წელს გამართულ მე-12 საეკლესიო კრებაზე აირჩიეს. მისი ინტრონიზაცია ამავე წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოველში მოხდა.

კომენტარები