მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

პეტრიაშვილი, სააკაძე, სააკაშვილი – იცოდე შენი გვარის ისტორია

პეტრიაშვილი, სააკაძე, სააკაშვილი – იცოდე შენი გვარის ისტორია

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთის” რუბრიკა – “იცოდე შენი გვარის ისტორია” დღეს პეტრიაშვილის, სააკაძის და სააკაშვილის გვარების ისტორიას გთავაზობთ.

პეტრიაშვილი – პეტრე (ბრძ.”კლდე”, “ლოდი”) ეს გვარი მომდინარეობს სახელი პეტრედან. ეს სახელი უძველესი დროიდან ცნობილია საქართველოში, ამისთვის საკმარისია გავიხსენოთ I საუკუნის გამოჩენილი ფილოსოფოსი პეტრე იბერი. პეტრიაშვილი გავრცელებულია ძირითადად გოგაშენში, ახალქალაქის რაიონში. ამავე ძირისაა გვარი პეტრიაძე.

სააკაძე – ისტორიული ცნობით, ეს გვარი გავრცელებული ყოფილა ატენის ხეობაში. მე-16 საუკუნის ბოლოდან კი სააკაძეები ნოსტეში გადასახლებულან (კასპის რაიონში). გიორგი სააკაძის შემდეგ მათი შთამომავალნი თარხან-მოურავებად იწოდებოდნენ. დღეს კი თარხნიშვილებად არიან ცნობილნი.

სააკაშვილი – ისაკ. (ძვ.ებრ) ნიშნავს გაცინებას, მოცინარს ბიბლიური გადმოცემის მიხედვით პატრიარქ აბრამის ცოლს სარას, რომელსაც დიდხანს შვილი არ ჰყავდა უკვე მოხუცებულობის ჟამს უწინასწარმეტყველეს, რომ ვაჟი გაუჩნდებოდა. მან არ დაიჯერა ეს და გაეცინა. შემდეგ კი, როცა წინასწარ მეტყველება აუხდა, ვაჟს ისაკი დაარქვა ისაკის კნინობითი ფორმებია სააკა, სისაკა. აქედან წარმოიშვა სააკაშვილი.

კომენტარები