მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

პირველი კვარტალის მონაცემებით, ავტოსაგზაო შემთხვევებს 99 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

პირველი კვარტალის მონაცემებით, ავტოსაგზაო შემთხვევებს 99 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2022 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 99 ადამიანი ემსხვერპლა. საანგარიშო პერიოდში სულ, ქვეყანაში 1 121 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. აქედან, 42 შემთხვევა სიმთვრალით იყო გამოწვეული, დაზარალდა 1 583 ადამიანი.

ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში 3 066 ხანძარი დაფიქსირდა, რის შედეგადაც დაიღუპა 16 ადამიანი, ხოლო ტრავმა მიიღო 59-მა. ხანძრების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით 114 შენობა-ნაგებობა განადგურდა.

საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ტრეფიკინგის მუხლით ჩადენილია სამი დანაშაული, აქედან შსს-ს მიერ ერთი საქმეა გახსნილი.

კომენტარები