მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ნიუ-იორკში ქართველმა ემიგრანტებმა აქცია გამართეს

ნიუ-იორკში ქართველმა ემიგრანტებმა აქცია გამართეს

“თავისუფლება პოლიტპატიმრებს – მიხეილ სააკაშვილს და ნიკა გვარამიას”, “ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია” – ამ შინაარსის ტრანსფარანტებით აშშ-ში, ნიუ-იორკში, გაერო-ს სახლთან ქართველმა ემიგრანტებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

ემიგრანტების თქმით, საქართველოში ოლიგარქიული მმართველობაა და “ქართული ოცნების” ხელისუფლებას პოლიტპატიმრები ჰყავს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი მოთხოვნა პოლიტპატიმრების – მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას გათავისუფლება და ქვეყნის დეოლიგარქიზაციაა.

კომენტარები