მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“პოლიციელებო, გრცხვენოდეთ” – ქუთაისში, პოლიციელებს აქციაზე დაშავებული მოქალაქეების და ჟურნალისტების ფოტოები აჩვენეს

“პოლიციელებო, გრცხვენოდეთ” – ქუთაისში, პოლიციელებს აქციაზე დაშავებული მოქალაქეების და ჟურნალისტების ფოტოები აჩვენეს

აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი აქციის მონაწილეების და ჟურნალისტების ბანერი, ქუთაისელმა ევროინტეგრაციის მომხრეებმა სამართალდამცველებს აჩვენეს.

აქციის მონაწილეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს მოუწოდეს, რომ აიღონ პასუხისმგებლობა სისტემის იმ წარმომადგენლებზე, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევიან.

“პოლიციელებო, გრცხვენოდეთ, აქციაზე მყოფ მშვიდობიან აქციის მონაწილეებს თქვენი თანამშრომლები სასტიკად უსწორდებიან”, – ამბობენ აქციის მონაწილეები.

კომენტარები