მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

პოლონეთში ავტოსაგზაო შემთხვევას სავარაუდოდ, საქართველოს სამი მოქალაქე ემსხვერპლა

პოლონეთში ავტოსაგზაო შემთხვევას სავარაუდოდ, საქართველოს სამი მოქალაქე ემსხვერპლა

პოლონეთში, პოზნანის მახლობლად ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სავარაუდოდ, საქართველოს სამი მოქალაქე დაიღუპა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ავტობუსი, რომელშიც 8 ადამიანი იმყოფებოდა, ჯართის გადამზიდავ სატვირთოს შეეჯახა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.

ბოლო ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან ოთხის მდგომარეობა მძიმედ შეფასდა.

სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, გარდაცვლილები სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეები არიან.

მომხდარის გარემოებები ზუსტდება.

კომენტარები