მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

პოლონეთში ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოს მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა

პოლონეთში ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოს მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა

პოლონეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა.

პოლონური მედიის ინფორმაციით, კვირას, საღამოს საათებში ვისკოკში BMW-ს მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

გარდაცვლილია მძღოლი, 44 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა და მისი მგზავრი, 40 წლამდე მამაკაცი, რომლის ვინაობაც უცნობია.

პოლიციის თანამშრომლები ვარაუდობენ, რომ მანქანა გადაჭარბებული სიჩქარით გადაადგილდებოდა.

მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები