მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

პოლონეთში ქურდობის ბრალდებით საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში ქურდობის ბრალდებით საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში, ქალაქ ლუბინში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს.

პოლონური მედიის ცნობით, დაკავებულები 41, 42 და 46 წლის ქართველები არიან.

არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებმა რამდენიმე ათასი ზლოტის ოდენობის ნივთები და ფული მოიპარეს.

დაკავებულებს სასამართლომ უკვე მიუსაჯა 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

კომენტარები