მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელმაც 500 000 ზლოტი მოიპარა

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელმაც 500 000 ზლოტი მოიპარა

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელმაც გამოძიების ცნობით, მიმდინარე წლის მარტში მოიპარა ჩანთა, რომელშიც 500 000 პოლონური ზლოტი იყო.

მედია წერს, რომ შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა კატოვიცეს მცხოვრებმა ქალმა ბანკიდან მნიშვნელოვანი თანხა აიღო და ნაღდი ფულით სახლში მანქანით ბრუნდებოდა. მართვისას მან შეამჩნია, რომ საბურავი დაშვებული იყო, ამიტომ გაჩერდა და გადმოვიდა. როგორც მედია წერს, მანქანის ორი საბურავი დახვრეტილი იყო, ქალს კი ადგილზე ჩანთა აღარ დახვდა.

ცნობილია, რომ მომხდარის შემდეგ მამაკაცი ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმალებოდა. ის ბოლოს მაზოვის სავოევოდოში (პოლონეთი) დააკავეს.

პროკურორმა მოითხოვა 32 წლის კაცისთვის დროებით პატიმრობის შეფარდება, რასაც ადგილობრივი სასამართლო დათანხმდა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას თავისუფლების 10 წლამდე აღკვეთა ემუქრება.

კომენტარები