პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელზეც ძებნა იყო გამოცხადებული.
პოლონური მედიის ცნობით, ის 2023 წლის 27 სექტემბერს გდანსკის აეროპორტიდან სასაზღვრო კონტროლს გაექცა. 5-თვიანი ძებნის შემდეგ კი 26 თებერვალს, გროძისკის რაიონში დააკავეს.
სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, 24 წლის ახალგაზრდა ქვეყანაში არალეგალურად ჩაფრინდა.
დაკავებულს ბრალად ედება პოლონეთის რესპუბლიკის საზღვრის უკანონო გადაკვეთა, ძალადობა და მუქარა, რაც თავისუფლების 3 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარები