მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

პოლონეთში საქართველოს 3 მოქალაქე 19 წლის გოგონას გატაცების ბრალდებით დააკავეს

პოლონეთში საქართველოს 3 მოქალაქე 19 წლის გოგონას გატაცების ბრალდებით დააკავეს

პოლონეთის პოლიციამ საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან 19 წლის გოგონას გატაცებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში.

დაკავებულები არიან 38, 37 და 33 წლის პირები. მამაკაცებს ქალისთვის თავისუფლების აღკვეთა ედებათ ბრალად და მათ 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

გატაცებულიც სავარაუდოდ, ქართველია, რადგან პოლიციას მომხდარის შესახებ მისმა დედამ შეატყობინა, რომელიც სამართალდამცავი უწყების ინფორმაციით, ასევე საქართველოს მოქალაქეა.

უწყების ცნობით, პირველ დეკემბერს, საქართველოს 43 წლის მოქალაქე სკიერნიევიცის პოლიციის განყოფილებაში მივიდა და აცნობათ, რომ მისი 19 წლის ქალიშვილი სამმა ქართველმა გაიტაცა. კრიმინალურმა დეპარტამენტმა მალევე შეძლო გამტაცებლების იდენტიფიცირება და 5 საათში მათი დაკავება.

19 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

სავარაუდო დამნაშავეებს ოფიციალურად ბრალი 3 დეკემბერს წარუდგინეს, 4 დეკემბერს კი სასამართლომ მათ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ისინი უახლოეს სამ თვეს პატიმრობაში გაატარებენ

კომენტარები