ვარშავის პოლიციამ ბენზინგასამართ სადგურზე ქურდობისთვის საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა.
დაკავებულები არიან 26 და 27 წლის ახალგაზრდები.
როგორც პოლიციის განცხადებაშია აღნიშნული, დაკავებულებმა სადგურის თანამშრომელს საწვავის შევსება სთხოვეს, ამ დროს ერთმა მასთან საუბარი გააბა, მეორემ კი სადგურის ადმინისტრაციული ოთახი გაქურდა.
სავარაუდო დამნაშავეები გაქცევის მცდელობისას დააკავეს.
მათ ბრალი ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ორ ფაქტზე წაუყენეს. დაკავებულებს სასამართლომ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
კომენტარები