მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

პოლონეთში ჩხუბში მონაწილეობისთვის ქართველები დააკავეს – ერთ-ერთი შეკრებილებს მანქანით დაეჯახა

პოლონეთში ჩხუბში მონაწილეობისთვის ქართველები დააკავეს – ერთ-ერთი შეკრებილებს მანქანით დაეჯახა

პოლონეთში, ქალაქ ჩრზანოვის, შაბათს, ბოულინგის კლუბთან ჩხუბის გამო 8 პირი დააკავეს. ერთ-ერთ მამაკაცს ბრალი მკვლელობის მცდელობაში ედება. როგორც პოლონური მედია წერს, ის ქართველია.

მედიის ინფორმაციით, ქართველი 26 წლისაა და კლუბის წინ შეკრებილ ადამიანთა ჯგუფში მანქანით შევარდა. პოლიცია ამბობს, რომ ის შეკრებილებს განზრახ დაეჯახა და მანქანას ნასვამი მართავდა.

ცნობილია, რომ შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.

ქართველს თავისუფლების 8-დან 15 წლამდე აღკვეთა ემუქრება.

ჩხუბში რამდენიმე ქართველი და პოლონელი მონაწილეობდა. სავარაუდოდ, მათ ბეისბოლის ჯოხები ჰქონდათ.

ამჟამად ბრალი სამ პოლონელს და ხუთ ქართველს აქვს წარდგენილი.

“იმავე ღამეს, მძღოლის გარდა, თანამშრომლებმა ამავე საქმეზე კიდევ სამი ქართველი მამაკაცი დააკავეს. საქმე ეხება სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებებს, ანუ ჩხუბისას სახიფათო იარაღის გამოყენებას, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით 6 თვიდან 8 წლამდე”, – აცხადებს ჩრზანოვში პოლიციის რაიონული შტაბის პრესმდივანი.

კომენტარები