პოლონეთში, ქალაქ რუმიაში საქართველოს მოქალაქე 2 ბოთლი ვისკის ქურდობისთვის დააკავეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 32 წლის მამაკაცის შეჩერება მაღაზიის დაცვის თანამშრომელმა სცადა, თუმცა ის დაცვას ფიზიკურად გაუსწორდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დამნაშავე პოლონელმა სამართალდამცველებმა მეორე დღეს დააკავეს. დაკავებულს სასამართლომ 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
კომენტარები