მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

პრეზიდენტმა ძმები წულუკიძეები შეიწყალა

პრეზიდენტმა ძმები წულუკიძეები შეიწყალა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ძმები – რეზო და ფირუზ წულუკიძეები შეიწყალა. ინფორმაციას ოჯახი ადასტურებს.

არსებული ინფორმაციით, წულუკიძეებმა საპატიმრო დაწესებულება უკვე დატოვეს. რეზო და ფირუზ წულუკიძეებს თავისუფლების 5 წლით აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი.

ძმები – წულუკიძეები, ჭელიძეები და ელდარ ანთაძე, სულ 7 პირი, რიონის ხეობაში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს, ბრალდებულები კი აცხადებდნენ, რომ ხელისუფლებამ საჯარო მოხელეების გამოყენებით პროვოკაცია მოუწყო.

ამ საქმეში დაზარალებულების – “უძლიერესი კაცების“ ფედერაციის 3 სპორტსმენის, ასევე ქუთაისის მერიის დაცვის 2 თანამშრომლის ჩვენებები თითქმის იდენტურია.

მათი თქმით, წულუკიძეები და ჭელიძეები რიონის ხეობაში, ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე არ უნდა მისულიყვნენ, რადგან რეალურად „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერები არიან და „ქულების დაწერა სურდათ“.

დაკავებულები ამტკიცებენ, რომ პოლიციამ რიონის ხეობაში პროვოკაცია მოუწყო და პოლიტიკური ნიშნით გაუსწორდნენ, რადგან ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები არიან.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ძმები თორნიკე და თამაზ ჭელიძეები გასულ წელს შეიწყალა, თავისუფალია ელდარ ანთაძეც.

დღეს, 23 დეკემბერს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 9 პირი შეიწყალა.

კომენტარები