“ევროპა ჩვენი სახლიას” დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი გელათთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადებებს.
“პროპაგანდის ინსტრუმენტად გელათის გამოყენებასაც მოვესწარით.
რა წარმატება, 5 წლის მანძილზე ნორმალური დროებითი გადახურვა ვერ გამართეს. ეს ბოლო ვერსია გასული წლის მარტში უნდა დასრულებულიყო. ვადა 4 ჯერ დაირღვა. აღარც ამბობენ როდის დასრულდება. არ იციან. პროექტი გზაში იცვლება.
მთავარი პირობაც დაარღვიეს, ხარაჩო რომ კედელთან შემხებლობაში არ უნდა ყოფილიყო, 9 საუკუნის გუმბათზეა მიბჯენილი! წმ. გიორგის ეკლესიაზე, სადაც იგივე პრობლემებია და XVI საუკუნის კედლის მხატვრობა ზიანდება, 4 მარტს გვითხრეს, რომ “იგეგმება, გეგმის შემუშავება”. 10 დღის მანძილზე თოვლის და ყინვის ქვეშ დატოვეს საკურთხევლის სახურავი. იუნესკოს ბოლო ანგარიში გადაუდებელი ჩარევების აუცილებლობაზე მიუთითებს, რასაც არ აკეთებენ. ეზო ტალახში აზილეს ისე, რომ მტრისგან მოოხრებულს ჰგავს ყველაფერი. პრინციპში, ასეც არის.
5 წლის მანძილზე კობახიძე პირველად 2024 წლის 28 თებერვალს მოვიდა. მისი და ბიძინას “ოცნების” მზრუნველობა გელათზე იგივეა სელიმ იავუზმა როგორც იზრუნა 1510 წლის შემოსევისას.
რა წარმატება, გელათის ჩამომქცევო ფარისევლებო?!”, – წერს სოციალურ ქსელში თორნიკე ბარათაშვილი.
გელათის მონასტრის კედლის მხატვრობისა და მოზაიკის საკონსერვაციო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებული ღონისძიება დღეს ქუთაისში შედგა, რომელსაც ირაკლი კობახიძე, პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო და უცხოელი სპეციალისტები ესწრებოდნენ. კობახიძის განცხადებით, გელათში უკვე ჩატარებულია მნიშვნელოვანი სამუშაო და ხელისუფლებისა და ეკლესიის თანამშრომლობის გარეშე გელათის რეაბილიტაციის პროცესი სწორად ვერ წარიმართებოდა.
კომენტარები