მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

პროტესტის 60 დღე ქუთაისში – მოთხოვნები უცვლელია

პროტესტის 60 დღე ქუთაისში – მოთხოვნები უცვლელია

ქუთაისელები 60 დღეა, ხელახალ არჩევნებს და აქციების დროს უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ.

მერიასთან დღეს მორიგი საჯარო ლექციაც გაიმართა, რომელსაც ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე წარუძღვა.

შეკრებილებმა კითხვა-პასუხის ფორმატში ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები 2024 წლის 28 ნოემბრიდან მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართული ოცნების” პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს, ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს იტყვიან ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.​ აქციების დასაწყისში დემონსტრანტების დასაშლელად პოლიცია იყენებდა წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს. დააკავეს ასობით ადამიანი, მათ შორის, 50-ზე მეტი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

კომენტარები