მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე თამაზ დოლაბერიძე გარდაიცვალა

პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე თამაზ დოლაბერიძე გარდაიცვალა

პროფესიული კავშირის გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე და მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირის, დარგობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე თამაზ დოლაბერიძე გარდაიცვალა.

ინფორმაციას პროფკავშირები Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

“პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი და გაერთიანების აპარატის წევრები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილისა და მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირის, დარგობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის თამაზ დოლაბერიძის მოულოდნელი გარდაცვალების გამო. უდიდესი ტკივილია ამ უაღრესად ღირსეული, საკუთარ საქმესა და ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანის დაკარგვა პროფკავშირისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის.

განსაკუთრებით თანავუგრძნობთ ოჯახს, ახლობლებსა და შრომით კოლექტივს, დარგის წევრებს…

რთულია სიტყვებით იმის გადმოცემა, რასაც ამ დიდი დანაკლისის, საუკეთესო მეგობრის დაკარგვის გამო განვიცდით”,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები