“ჟურნალისტების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება”, “მოგვეცით უსაფრთხოდ მუშაობის საშუალება”, – ამ დევიზით ქუთაისში მედიის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს.
ჟურნალისტები თბილისში კოლეგებზე განხორციელებულ ძალადობას გმობენ და პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.
თბილისში, ჟურნალისტებს პროფესიული საქმიანობის დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს – მარიამ გაფრინდაშვილს, გურამ როგავას, გიორგი კვიჟინაძეს, დავით ცაგარელს და სხვა კოლეგებს.
კომენტარები