მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

რადიო “ძველი ქალაქი” 26 წლისაა

რადიო “ძველი ქალაქი” 26 წლისაა

რადიო “ძველი ქალაქი” დღეს იუბილარია. 1995 წლის 2 დეკემბერს FM სივრცეში გამოჩნდა ახალი რადიოსადგური, რომელმაც მსმენელებს უახლესი ჰიტების გარდა, უამრავი საინტერესო რუბრიკა და გადაცემა შესთავაზა.

წლები გავიდა, რადიოსადგურების რაოდენობამ იმატა, თუმცა “ძველი ქალაქი“ მაინც ინარჩუნებს ერთ-ერთი ლიდერის პოზიციას.

“რეგიონში არსებული მედიისთვის 26-წლიანი მუდმივი მაუწყებლობა, სხვადასხვა გამოწვევების, მათ შორის სირთულეების დაძლევა არ ყოფილა მარტივი. ამ ხნის მანძილზე რამდენი თანამშრომელი, მრავალფეროვანი პროექტი და გადაცემა, მეგობარი და პარტნიორი შევიძინეთ. ჩემთვის, არცერთი არ არის ყოფილი, ყველა ახლანდელი და მუდმივია! მანძილზე”, – წერს სოციალურ ქსელში ქეთევან ბერძენიშვილი, “ძველი ქალაქის” პროგრამების დირექტორი.

რადიო “ძველი ქალაქის” ძირითადი საქმიანობა რადიომაუწყებლობაა. რადიომაუწყებლობის სიხშირე – FM 107.9. “ძველი ქალაქის” მაუწყებლობა ქუთაისს, იმერეთის ძირითად ნაწილს, გურიის და სამეგრელოს ნაწილს ფარავს.

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო infoimereti.ge ულოცავს რადიო “ძველი ქალაქის” გუნდს დაბადების დღეს.

კომენტარები