მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“რამდენიმე სახლს ბზარები გაუჩნდა”, – ონის მერი რაჭაში მომხდარ მიწისძვრაზე

“რამდენიმე სახლს ბზარები გაუჩნდა”, – ონის მერი რაჭაში მომხდარ მიწისძვრაზე

რაჭაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, ონის მუნიციპალიტეტში რამდენიმე სახლს ბზარები გაუჩნდა, – ამის შესახებ “ინფო იმერეთს” ონის მერმა სერგი ხიდეშელმა განუცხადა.

მისი თქმით, ბზარები მასშტაბური არ არის და შესაბამისად მოსახლეობის სახლებიდან გაყვანის საჭიროება არ დგას.

“4 ივნისის ღამით, 02:03 საათზე საქართველოში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ონის მუნიციპალიტეტში სოფელ ონჭევში დაფიქსირდა და მისი სიმძლავრე 5.4 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაშავებული მოქალაქეების და საცხოვრებელი სახლების ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა ძლიერი ბიძგების შედეგად ბზარები გაუჩნდა მუნიციპალიტეტში არსებულ რამდენიმე საცხოვრებელ სახლს.

დაზიანებული სახლების მონიტორინგისა და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების გაცნობის მიზნით, რაჭა- ლეჩხუმ- ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, პირველ მოადგილესთან ქრისტინა კობახიძესთან და ონის მუნიციპალიტეტის მერთან სერგი ხიდეშელთან საცხოვრებელი სახლების მეპატრონეებს ხვდება.

ადმინისტრაციულ ერთეულებში დილიდან მიმდინარეობს ონის მერის წარმომადგენლებისა და შესაბამისი სამსახურების მიერ თემებში ზარალის დათვლის მიზნით მონიტორინგი. რის შემდგომაც შესაბამისი კომისიის მიერ მოხდება კანონით გათვალისწინებული ზომების გატარება“,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები