ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ტოლაში 35 წლამდე მამაკაცმა მეზობელი მოკლა.
არსებული ინფორმაციით, ტყეში ერთმა მეზობელმა მეორე დანით მოკლა და ადგილიდან მიიმალა.
ასევე გავრცელებული ინფორმაციით, მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ამ დროისთვის დაკავებული არავინაა.
კომენტარები