მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

რაჭაში პოლიციელი გარდაიცვალა

რაჭაში პოლიციელი გარდაიცვალა

რაჭაში პოლიციელი გარდაიცვალა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ.

48 წლის მირიან ჭელიძე ონის მუნიციპალიტეტში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, იგი სტიქიური უბედურების ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა.

მირიან ჭელიძე ამბროლაურის პოლიციის თანამშრომელი იყო.

კომენტარები