როდის და რა რეგულაციებით განახლდება ღამის კლუბების საქმიანობა, ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში კლუბების ხელმძღვანელებთან ერთად იმსჯელეს. წინასწარ ცნობილია, რომ სტუმრებისთვის გარდა კოვიდპასპორტისა, დამატებითი პრევენციული ზომები გატარდება.
უფრო კონკრეტულად, კოვიდპასპორტების გარდა, კლუბებს მოუწევთ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნორმების გამკაცრება.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ღონისძიებაზე დამსწრე ადამიანების რაოდენობა განისაზღვრება. კლუბების წარმომადგენლებმა პრევენციული ღონისძიებების გატარების მზადყოფნა გამოთქვეს.
„დღეს ჯანდაცვის სამინისტროში ღამის კლუბებთან, შესაბამის ასოციაციებთან რიგით მეხუთე შეხვედრა გაიმართა. ვიმსჯელეთ იმ დამატებით რეგულაციებზე, რომელიც უნდა დაინერგოს მწვანე პასპორტებთან ერთად და ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ შეთანხმება მიღწეულია.
პირველ ეტაპზე საბჭოს ჩვენ წარვუდგენთ წინადადებას, რომ გარდა მწვანე პასპორტებისა, ასევე შესაბამისი სავენტილაციო სისტემებით, ადამიანის რაოდენობრივი შეზღუდვით, საუბარია ტევადობის 50%-ზე, განახლდეს მათი ფუნქციონირება“,- განაცხადა შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ.
კომენტარები