მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

რა ჩავიცვათ, როგორ მოვრთოთ სახლი და გავაწყოთ სუფრა ახალი წლისთვის – ასტროლოგის რჩევები

რა ჩავიცვათ, როგორ მოვრთოთ სახლი და გავაწყოთ სუფრა ახალი წლისთვის – ასტროლოგის რჩევები

როგორ შევხდეთ ახალ 2022 წელს – ასტროლოგ ნინა ხომერიკის რჩევები:

ეს არის წყლის ვეფხვის წელიწადი, შესაბამისად, აუცილებლად უნდა შევიძინოთ მისი სიმბოლო. კარგი იქნება, თუ გვექნება ჩვეულებრივი, ან ნახევრად ძვირფასი ლითონისაგან დამზადებული ვეფხვის ფიგურა. ასევე, აუცილებელია დავმალოთ გასული წლის სიმბოლოები თებერვლამდე და არ დავახვედროთ ვეფხვს.

აღმოსავლური კალენდრით, ვეფხვის წელი შემოდის პირველი თებერვლიდან, შესაბამისად, შეგვიძლია ორჯერ შევხვდეთ ვეფხვის წლის დადგომას, – 31 დეკემბერს და შემდეგ უკვე პირველ თებერვალს. აუცილებელია, ვეფხვის სიმბოლო ასევე გამოვიყენოთ ნაძვის ხეზეც. ვეფხვს არ უყვარს მოციმციმე შუქები, ამიტომ ნუ ვიხმართ მკვეთრი ფერის საახალწლო განათებას, როგორიცაა: წითელი, ნეონის ფერები და ა.შ. კარგი იქნება, სახლში გვქონდეს ბევრი ბუნებრივი ყვავილი, რომ შევუქმნათ მშვიდი გარემო.

2022 წელი ეს არის მუქი ლურჯი, შავი ვეფხვის წელიწადი, ამიტომ ფერთა პალიტრა საკმაოდ დიდი გვექნება. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ლურჯისა და ცისფრის ყველანაირი ტონალობა, ასევე – შავი, მწვანე, რადგანაც მწვანე ფერი შექმნის ვეფხვისთვის ბუნებრივ გარემოს. ასევე, შეგვიძლია გამოვიყენოთ ყვითელი და ყავისფერი.

საახალწლო სუფრისთვის თავისუფლად შეგიძლიათ მდიდარი მენიუს შერჩევა, რადგან ვეფხვი მტაცებელია და ყველანაირი ხორცი იზიდავს, შესაბამისად, რაც შეიძლება მეტი კერძი უნდა მომზადდეს ხორცისგან. კარგი იქნება, თუ გავაკეთებთ მწვანე ფერის სალათებს, გამოვიყენებთ დიდი რაოდენობით მწვანილს და რა თქმა უნდა, სუფრაზე უნდა იყოს ტკბილეული.

რადგან ვეფხვს არ უყვარს ბევრი ხმაური და ასევე ხალხმრავლობა, ამიტომ, კარგი იქნება თუ არ გამოვიყენებთ ფოიერვერკებს, მშვიდ გარემოში გავატარებთ ახალ წელს, ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად, სადაც არ იქნება უცხო გარემო.

კომენტარები