მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

რეპერი “კაბუ” დააკავეს

რეპერი “კაბუ” დააკავეს

სავარაუდოდ, ქალზე ძალადობის ბრალდებით, ქართველი მსახიობი და რეპერი კახა აბუაშვილი, იგივე კაბუ დააკავეს.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ის ქუჩაში მაშინ დააკავეს, როდესაც მეგობარ ქალზე ძალადობდა.

დაკავებული დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. უცნობია, აღიარებს თუ არა ის დანაშაულს.

ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.

გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს და 151-ე მუხლით, რაც მუქარას გულისხმობს.

კომენტარები