რიკოთის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2022 წლის 24 ოქტომბრის 01:00სთ-დან 06:00სთ-მდე, 25 ოქტომბრის 01:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე და 26 ოქტომბრის 01:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალი იქნება.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
დროის აღნიშნულ პერიოდში, საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის დროს, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
კომენტარები