რამდენიმე დღეა პარალიზებულია მიმოსვლა დასავლეთის მიმართულებით – რიკოთის გვირაბი და საავტომობილო გზა დაკეტილია, რის გამოც ავტომობილები შემოვლითი გზით გადაადგილდებიან.
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის გარკვეული მონაკვეთი მოძრაობისთვის ფაქტობრივად უვარგისია, ავარიული გზა რამდენიმესაათიან საცობს ქმნის, ამ დღეების განმავლობაში დაფიქსირდა რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევაც.
მძღოლების თქმით, ხშირად საცობში ყოფნა რამდენიმე საათის განმავლობაში უწებთ.
აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე უცნობია როდის გაიხსნება მიმოსვლა რიკოთის უღელტეხილზე.
კომენტარები