წყალტუბოს საფეხბუთო კლუბის “სამგურალის” რიგებს 22 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი ლუიშ ფერნანდო ბული შეემატა.
სპორტსმენი მარცხენა მცველია და ბოლოს რიო დე ჟანეიროს “ბოავიშტაში” თამაშობდა.
ლუიშ ფერნანდო “ბოავიშტამდეც” ბრაზილიური კლუბების ღირსებას იცავდა. თამაშობდა ,,ფლუმინენსეს”, “კაბოფრიენსეს” და ,,ტაუბატეს” ახალგაზრდულ გუნდებში, შემდეგ “გრემიო პრუდენტეს” და “იკასას” ფეხბურთელი იყო.
კომენტარები