როგორი იქნება ქუთაისის მთავარი ბულვარი რეაბილიტაციის შემდეგ ცნობილია.
“ინფო იმერეთმა” ბულვარის რენდერის ფოტოები ექსკლუზიურად მოიპოვა.
ადგილზე სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდება.
რენდერის მიხედვით ირკვევა, რომ ბულვარში რჩება ზაქარია ფალიაშვილის, აკაკი წერეთლის, დები იშხნელების და 9 აპრილის ქანდაკებები.
ქალაქის მთავარ ბულვარში ასევე იგეგმება მედიათეკის და საპირფარეშოს მშენებლობა. განახლებული იქნება ძელსკამები. რჩება შადრევნები და დაემატება მცენარეებისგან მოწყობილი თაღები.
სამუშაოებს შპს „დაგი” შეასრულებს, რომელმაც ამ ეტაპზე ბულვარი მხოლოდ ლითონის ფირფიტებით შემოღობა.
ქუთაისის ბულვარი ისტორიულია, ის 2 საუკუნის წინ გაშენდა.
კომენტარები