მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“როგორ ვძლებთ უერთმანეთოდ… სიცოცხლე მხოლოდ იმისთვის მინდა, შენი სულისთვის ვილოცო…“

“როგორ ვძლებთ უერთმანეთოდ… სიცოცხლე მხოლოდ იმისთვის მინდა, შენი სულისთვის ვილოცო…“

რეჟისორ ერმალო მაღრაძის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მისი მეუღლე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„40 დღე უშენოდ – ცრემლიანი, უზომო მონატრებით და ტკივილით სავსე, ჩემო ულამაზესო სიყვარულო…

შენმა მანანამ ყველაფერი გააკეთა შენი სულის ცხოვნებისთვის. შეგწეოდეს ჩვენი საყვარელი მოძღვრის, მამა მელიტონის, ასევე მამა გიორგის მიერ შენს სახელზე ჩატარებული ყველა წირვა, პანაშვიდი, ჩემი გულმხურვალე ლოცვები. უფალმა დაგიმკვიდროს სასუფეველი! განისვენე მშვიდად, ჩემო ემი!

არ ვიცი, როგორ ვძლებთ უერთმანეთოდ. აუტანელია ჩემთვის ეს უფერული და გაუსაძლისი დღეები. უსაზღვროდ მიყვარხარ და მენატრები!..

სიცოცხლე მხოლოდ იმისთვის მინდა, შენი სულისთვის რომ ვილოცო…“, – წერს მანანა ხიდაშელი.

ქართველი რეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი ერმალო მაღრაძე 78 წლის ასაკში კორონავირუსით 13 ნოემბერს გარდაიცვალა.

 

კომენტარები