შფოთვის, ძილის დარღვევების, ნერვული აგზნებადობის შემცირების მიზნით, მაღალი წნევის, ტაქიკარდიის თუ სხვა ჩვენებების დროს, საძილე და სედაციური, დამამშვიდებელი მედიკამენტების ჯგუფიდან მედიკამენტი — კორსიზი ერთ-ერთია, რომელიც შესაძლოა, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ.
გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი ჩივილის შემთხვევაში, სანამ მედიკამენტის მიღებას გადაწყვეტთ, მნიშვნელოვანია კონსულტაცია გაიაროთ თქვენს მკურნალ ექიმთან. განსაკუთრებით, როდესაც გაწუხებთ შფოთვა, ან მენტალური ჯანმრთელობის სხვა პრობლემები, აუცილებელია მიმართოთ სპეციალისტს, სანამ თვითნებურად გადაწყვეტთ წამლის დალევას.
თუ რისი წამალია კორსიზი — ამ თემაზე ბლოგი შეგიძლიათ წაიკითხოთ, ამ სტატიაში კი, მოგიყვებით, თუ როგორ ურთიერთქმედებს კორსიზი სხვა წამლებთან.
ზოგადი დახასიათება
რადგანაც მედიკამენტის ერთ-ერთი უკუჩვენება არის მომატებული მგრძნობელობა კორსიზის რომელიმე კომპონენტის მიმართ, გავიხსენოთ კორსიზის აბების შედგენილობა.
ტაბლეტის შედგენილობაში შემავალ ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს — ალფა-ბრომიზოვალერიანმჟავას ეთილის ეთერს აქვს ვალერიანის ექსტრაქტის მოქმედების მსგავსი სედაციური, დამამშვიდებელი ეფექტი. კორსიზის შედგენილობაში ასევე შედის ფენობარბიტალი, პიტნის ზეთი და დამხმარე ნივთიერებები: ბეტა-ციკლოდექსტრინი, კარტოფილის სახამებელი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა და მაგნიუმის სტეარატი.
ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან გაითვალისწინეთ, რომ:
● თუკი უკვე იღებთ ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველ სხვა სამკურნალო საშუალებას, მსგავს პრეპარტთან ერთად კორსიზის მიღებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ურთიერთმოქმედების გაძლიერება.
● ვალპროის მჟავით (ანტიეპილეფსიური საშუალება) მკურნალობით დროს კორსიზის მოქმედება ძლიერდება;
● იყავით ყურადღებით, თუკი თქვენ იღებთ საგულე გლიკოზიდებს, არაპირდაპირ ანტიკოაგულანტებს (სისხლის შედედების შემაფერხებელი), ანტივირუსულ, სოკოს საწინააღმდეგო, ფსიქოტროპულ პრეპარატებს, ანტიმიკრობულ, ანტიეპილეფსიურ, კრუნჩხვის საწინააღმდეგო, შაქრის დამწევ პერორალურ საშუალებებს, ჰორმონულ, ანტიარითმიულ, ანტიჰიპერტენზიულ, იმუნოსუპრესიულ, ციტოსტატიკურ სამკურნალო საშუალებებს და სხვებს. რადგანაც კორსიზის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტი — ფენობარბიტალი აინდუცირებს ღვიძლის ფერმნტებს.
შესაბამისად, ამ ფაქტორმა, შესაძლოა, დააჩქაროს იმ სამკურნალო საშუალებების მეტაბოლიზმი, რომლებიც ღვიძლში მეტაბოლიზდება.
● კორსიზის შემადგენელი კომპონენტი — ფენობარბიტალი ასევე აძლიერებს ანალგეზიურ და ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებებს. ხოლო მაო-ს ინჰიბიტორების (ანტიდეპრესიული პრეპარატი) იწვევს კორსიზის შემადგენელი ამ კომპონენტის ეფექტის გახანგრძლივებულ მოქმედებას.
საპირისპიროა რიფამპიცინთან ურთიერთქმედების შედეგი, ამ პრეპარატმა, შესაძლოა, დააქვეითოს ფენობარბიტალის ეფექტი.
● პრეპარატის მიღებისას აკრძალულია ალკოჰოლის მოხმარება. კორსიზი აძლიერებს სედატიური (დამამშვიდებელი) და ნეიროლეფსიური (ანტიფსიქოზური) საშუალებების, ტრანკვილიზატორებისა და ალკოჰოლის მოქმედებას.
● კორსიზის ანოტაციის მიხედვით, ერთ-ერთი უკუჩვენება ღვიძლის და/ან თირკმლის მძიმე დარღვევაა. კორსიზის შემადგენელი ფენობარბიტალის და პქრპს პრეპარატების ერთდროული გამოყენება კი, ზრდის თირკმლის დაზიანების რისკს.
● ფენობარბიტალის და ზიდოვუდინის ერთდრული გამოყენება ზრდის ორივე პრეპარატის ტოქსიკურობას; ასევე გაითვალისწინეთ, რომ კორსიზი ზრდის მეტოტრექსატის ტოქსიკურობას.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გაეცანით კორსიზის ანოტაციას და მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
კომენტარები