მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“რომ დავარტყი, არ მახსოვს, დანით რომ მოხდა კი, ხელი მქონდა გაჭრილი, მივხვდი, რომ მკვლელობა ჩავიდინე”

“რომ დავარტყი, არ მახსოვს, დანით რომ მოხდა კი, ხელი მქონდა გაჭრილი, მივხვდი, რომ მკვლელობა ჩავიდინე”

ორსული ცოლის ქეთა კეპულაძის მკვლელობაში ბრალდებულმა ქმარმა დღეს მოსამართლეს ჩვენება მისცა და განაცხადა, რომ მუდმივად იღებდა ნარკოტიკულ საშუალებებს, ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები და უშუალოდ მკვლელობის მომენტი არ ახსოვს.

“ექიმის მიერ დანიშნულ მედიკამენტებსაც ვიღებდი და სხვა რამესაც. უთანხმოება რამ გამოიწვია, ვერ ვიხსენებ, ეჭვიანობა არ გვქონია, ჩვენ გვიყვარდა ერთმანეთი, მის ახლობლებსაც კითხეთ.

რომ დავარტყი, არ მახსოვს, დანით რომ მოხდა კი, ხელი მქონდა გაჭრილი, მივხვდი, რომ მკვლელობა ჩავიდინე და გავაანალიზე, რომ პირველ რიგში, პოლიცია უნდა გამომეძახებინა. ნორმალურად რომ ვყოფილიყავი, ასეთ რამეს გავაკეთებდი?

ამპულებით ვსვამდი “დიმედროლს”. მარიხუანას 3 წელი ვიღებდი, შემდეგ სხვადასხვა ნარკოტიკს. მეჩვენებოდა რაღაცები, რომ კაკუნი იყო და რომ გავაღებდი კარს, გარეთ არავინ იყო. ფსიქიატრიულში მამამ წამიყვანა, ერთად ვიყავით, ექიმმა წამლები გამომიწერა და ვსვამდი…

ციხეში უფრო დავლაგდი, ნარკოტიკებს რომ არ ვიღებ, წამლებს ზომიერად მასმევენ…”, – განაცხადა გზირიშვილმა.

მკვლელობა თბილისში გასული წლის 22 დეკემბერს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა გოგა გზირიშვილმა ორსულ მეუღლეს დანით 30 ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ორსული კეპულაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

გოგა გზირიშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ სრულად ცნობს. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 16-დან 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.

მოკლული ქეთა კეპულაძე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფშკვითიდან იყო.

კომენტარები