მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“რუსი მოწინააღმდეგე აუცილებლად უნდა დამემარცხებინა, დიდება უკრაინას, დიდება საქართველოს”

“რუსი მოწინააღმდეგე აუცილებლად უნდა დამემარცხებინა, დიდება უკრაინას, დიდება საქართველოს”

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა რუსი მეტოქე პიოტრ იანი დაამარცხა.

ქართველისა და რუსის დაპირისპირება ხუთი რაუნდის განმავლობაში გაგრძელდა და ხუთივე რაუნდში დვალიშვილის დომინაცია აშკარა იყო. მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დვალიშვილმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და UFC-ის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი დამაჯერებლად დაამარცხა.

“ეს ჩემთვის ძალიან პრინციპული და პირადი ბრძოლა იყო. რუსი მოწინააღმდეგე აუცილებლად უნდა დამემარცხებინა. უკრაინიდანაც ბევრი მგულშემატკივრობდა.

იმედი მაქვს, ომი მალე დასრულდება და ყველა მშვიდად ვიცხოვრებთ.

დიდება უკრაინას, დიდება საქართველოს, დიდება თავისუფლებას!”, – განაცხადა მერაბ დვალიშვილმა ბრძოლის შემდეგ.

კომენტარები