ქუთაისის ცენტრალური მოედანი ნაწილობრივ გადაკეტილია – მიზეზი საახალწლო სამზადისია.
ქალაქის ცენტრში იდგმება ასევე ჯიხურები, სადაც სხვადასხვა კერძო ბიზნესი თავიანთ პროდუქციას წარმოადგენს.
მიმდინარეობს ნაძვის ხის მორთვის სამუშაოები, რომელიც ხვალ საზეიმოდ აინთება.
ქუთაისის მერიამ ახალი წლისთვის 16-მეტრიანი, 155 000-ლარიანი ნაძვის ხე იყიდა.
საახალწლოდ ქუთაისში რიგი ღონისძიებებია დაგეგმილი, მათ შორის 31 დეკემბრის ღამეს, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე კონცერტი გაიმართება და მხოლოდ მომღერლების ჰონორარისთვის 55 700 ლარი დაიხარჯება.
კომენტარები