მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“საბედნიეროდ, “მაიმუნის ყვავილის” ვირუსის არცერთი ლეტალური შემთხვევა ამ ეტაპზე არ დაფიქსირებულა”

“საბედნიეროდ, “მაიმუნის ყვავილის” ვირუსის არცერთი ლეტალური შემთხვევა ამ ეტაპზე არ დაფიქსირებულა”

საბედნიეროდ, „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის არცერთი ლეტალური შემთხვევა ამ ეტაპზე არ დაფიქსირებულა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

“ამ დრომდე 100-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული ე.წ. „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის. ის ცენტრალური აფრიკიდან გავრცელდა სხვადასხვა ქვეყანში. ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირებულია ესპანეთში, პორტუგალიასა და კიდევ რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში. საბედნიეროდ, არცერთი ლეტალური შემთხვევა ამ ეტაპზე არ დაფიქსირებულა.

ვირუსის ძირითადი სიმპტომებია ცხელება, საერთო სისუსტე, თავის ტკივილი, გამონაყარი. საერთაშორისო დაწესებულებების მოწოდება გახლავთ, რომ გაძლიერდეს მეთვალყურეობა გამონაყარით მიმდინარე დაავადებებზე, რასაც ჩვენ მივყვებით და ვაკეთებთ. მიეცა ქსელს ინსტრუქცია, დაიგზავნა ცირკულარი თუ როგორ უნდა მივიტანოთ ეჭვი ამ ტიპის დაავადებაზე. ჩვენ შეგვიძლია ამ ვირუსის იდენტიფიცირება გენომის სეკვენირების საშუალებით“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები