მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

საბერძნეთში ანგარიშსწორების მიზნით მომხდარი დაპირისპირებისას 23 წლის ქართველი დაჭრეს

საბერძნეთში ანგარიშსწორების მიზნით მომხდარი დაპირისპირებისას 23 წლის ქართველი დაჭრეს

ბერძნული მედიის ინფორმაციით, კიმეიოს მოედანზე ჩხუბი კონფლიქტში მონაწილეებს შორის სროლით დასრულდა.

არსებული ინფორმაციით, 7-ჯერ გაისროლეს. დაპირისპირების შედეგად, დაშავებული 23 წლის მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს და ოპერაცია ჩაუტარდა. კლინიკამდე ის საკუთარმა ორმა მეგობარმა მიიყვანა და ტერიტორია სასწრაფოდ დატოვეს.

როგორც ბერძნული მედია წერს, დაჭრილს საბერძნეთის მოქალაქეობა აქვს, მაგრამ წარმოშობით ქართველია. ის საკუთარ ჩვენებაში ადასტურებს, რომ მას თავს დაესხნენ და ფეხში უცნობმა უცხოელებმა ესროლა. წარსულში ის ფიგურირებდა ყაჩაღობისა და ნარკოტიკების საქმეებში.

ბერძნული მედიიები წერენ, რომ ეს საქმე “ანგარიშსწორება” იყო, რადგან დაშავებულს ყაჩაღობის საქმეზე წინასწარი პატიმრობა შეეფარდა და სულ რაღაც ერთი თვის წინ გაათავისუფლეს.

კომენტარები