საბერძნეთში ბინის გაძარცვის ფაქტზე ორი ქართველი მამაკაცი დააკავეს.
ბერძნული მედიის ინფორმაციით, მძარცველები ბინაში მაშინ შეიჭრნენ, როცა მეპატრონეებს ეძინათ. მათ საცხოვრებელში შესვლა აივნიდან შეძლეს.
ქართველებმა ბინიდან ჩანთები, პასპორტები და სხვა პირადი ნივთები მოიპარეს.
ადგილობრივმა სამართალდამცველებმა დამნაშავეები კორპუსის დატოვებისას შენიშნეს და ადგილზევე დააკავეს. მათი ჩხრეკისას პოლიციელებმა დანა, სახრახნისი და მოპარული ნივთები ამოიღეს.
კომენტარები