მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

საბერძნეთში ქართველი მამაკაცი დააკავეს, რომელმაც სახლი გაძარცვა

საბერძნეთში ქართველი მამაკაცი დააკავეს, რომელმაც სახლი გაძარცვა

კორინთიის ქალაქ ალმირიში ეჭვმიტანილი ქართველი დააკავეს.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, მამაკაცი 28 ივლისს შუადღისას კორინთიის ქალაქ ალმირიში სხვის სახლში შეიჭრა, მაგრამ მეზობლებმა ის შენიშნეს. კაცმა გაქცევა სცადა, შემთხვევის ადგილზე მორიგე მაშველმა და ადგილობრივებმა კი მისი შეჩერება შეძლეს.

მძარცველს მოპარული ნივთები, მათ შორის ნაღდი ფული და ძვირფასეულობა ჩამოართვეს და პოლიცია გამოიძახეს.

მედიის ინფორმაციით, პოლიცია “ქართულ მაფიასთან” მის კავშირს იძიებს.

კომენტარები