მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

საბერძნეთში ქურდობის ფაქტზე ორი ქართველი დააკავეს

საბერძნეთში ქურდობის ფაქტზე ორი ქართველი დააკავეს

საბერძნეთის პოლიციის თანამშრომლებმა ქურდობის ფაქტზე ორი ქართველი დააკავეს, – ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, 8 მარტს, გამთენიისას, ადგილობრივი დროით დაახლოებით 02:45 საათზე, 42 და 51 წლის კაცებმა საცხოვრებელი სახლის კარები გატეხეს და შიგნით უკანონოდ შეაღწიეს.

პოლიციამ ისინი რამდენიმე წუთში საცხოვრებელ ბინაშივე აიყვანა.

როგორც ცნობილია, თავად სახლის მეპატრონე იმ დროისთვის ქალაქში არ იმყოფებოდა.

ბერძნული მედია წერს, რომ ახლა ხელისუფლება იძიებს მონაწილეობდნენ თუ არა დაკავებულები ქურდების სხვა მსგავს საქმეებში.

კომენტარები