მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

საბერძნეთში ძარცვის დროს 3 ქართველი დააკავეს

საბერძნეთში ძარცვის დროს 3 ქართველი დააკავეს

საბერძნეთის ქალაქ კალითეაში სახლის ძარცვის დროს 3 ქართველი დააკავეს.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, სახლის მეპატრონემ ტელეფონიდან სათვალთვალო კამერებში ნახა, რომ მისი ბინა გატეხეს და პოლიცია გამოიძახა.

ადგილზე მისულ სამართალდაცველებმა 42, 37 და 32 წლის ქართველები აიყვანეს.

პოლიციამ აბაზანაში იპოვა სამკაულებით სავსე ყუთი და თანხა, რომლის სახლიდან წაღებასაც დამნაშავეები ცდილობდნენ.

კომენტარები