ბერძნული მედიის ინფორმაციით, საბერძნეთში 34 წლის ქართველი დააკავეს, რომელიც აფთიაქში შეიჭრა და თანხა მოიპარა.
პოლიციის დაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2021 წლის დეკემბრიდან დაკავებულმა იმავე ტერიტორიაზე დამატებით სამ დაწესებულებაში: საეკლესიო ნივთების მაღაზია, აფთიაქი და საკონდიტრო, შეიჭრა.
ბერძნული პოლიციის ინფორმაციით, ქართველი მამაკაცი ფულსა და სხვადასხვა პროდუქტს იპარავდა.
კომენტარები