საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის ორბელიანების სასახლეს დატოვებს.
“მე აქედან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები. ჩემთან ერთად მიმაქვს ლეგიტიმურობა.
ეს შენობა არავისი არ არის, ეს შენობა იყო სიმბოლო, ვიდრე აქ იჯდა პრეზიდენტი, რომელიც იყო ლეგიტიმური. მე ჩემთან ერთად მიმაქვს ლეგიტიმურობა. ჩემთან ერთად მიმაქვს დროშა. ჩემთან ერთად მიმაქვს ის, რაც არის თქვენი ნდობა. ეს სასახლე უნდა დავუბრუნოთ ორბელიანებს. მათი არის, მათ წაართვეს და მათი იქნება მუდმივად. მინდა, რომ ახლა, თქვენთან ერთად დავფიქრდეთ იმაზე, თუ რას ნიშნავს ლეგიტიმურობა. ლეგიტიმურობა მოდის მხოლოდ ერთი წყაროდან და ეს წყარო ხართ თქვენ. იქ, სადაც ხალხის ნდობა არ არის, ლეგიტიმურობაც ვერ იქნება. ამიტომ, გამოვალ თქვენთან და თქვენთან ერთად ვიქნები”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, ის, რაც დღეს პარლამენტში მიმდინარეობს, არის პაროდია, რომელიც ამ სახელმწიფოს არ ეკადრება.
პარლამენტში მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია მიმდინარეობს, ორბელიანების სასახლესთან კი მოქალაქეები არიან შეკრებილი.
კომენტარები